“მოსწავლეს თმაზე მოქაჩა” – ქობულეთის სკოლიდან მასწავლებელი გაუშვეს

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. როგორც სკოლის დირექტორი, ნანი ცივაძე “ბათუმელებთან” აცხადებს, მიზეზი პედაგოგის მიერ, ბავშვს თმა მოქაჩვა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

,,ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან,” – ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

 

მსგავსი თემები