ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა, მას ეპატიება პენსიონრების ძარცვაც, საქართველოში დანაშაულები – ირაკლი კობახიძე

ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა, მას ეპატიება ყველაფერი, ევროპელი პენსიონრების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, რადგან მისი ხელით გლობალური ომის პარტია საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი  არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალური ომის პარტიის ხელში.

„ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნებშიც დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და მარჯვენა ხელები. საინტერესო რა არის – ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა. გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ გლობალური ომის პარტიას, მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს. კერძოდ, სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება, ევროპელი პენსიონრების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ყველაფერი ეპატიება, რადგან მისი ხელით გლობალური ომის პარტია საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს. ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალური ომის პარტიის ხელში. ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა. ვიდრე დასჭირდებათ, გამოიყენებენ, იხმარენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება, ისიც გაუყენონ მისი პარტნიორების გზას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები