14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თელავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა – ამის შესახებ იცოდნენ გამტაცებლის ბიძამ და ბიძაშვილმა, რომლებმაც დანაშაულზე სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

დაკავებულები ბრალს აღიარებენ.

მსგავსი თემები