ჩვენი მიზანია ,,ჰამასთან” გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება – ნეთანიაჰუ

,,ჩვენი მიზანია ,,ჰამასთან” გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში გამოსვლისას განაცხადა.

,,ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 75 წლის შემდეგაც კი ომი დამოუკიდებლობისთვის არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენი არსებობა ახლა საფრთხის წინაშეა. ნაცისტურ “ჰამასთან” ომი არის ომი სინათლესა და სიბნელეს, კაცობრიობასა და არაადამიანურობას შორის. ჩვენი მიზანია “ჰამასთან” გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება. აუცილებლად გამოვიძიებთ ამ კატასტროფის მიზეზებს და გამოვიტანთ დასკვნებსაც”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები