,,ვნახეთ ფარსი, რომელიც გადაინაცვლებს პარლამენტში” – პაატა მანჯგალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

,,ვნახეთ ფარსი, რომელიც გადაინაცვლებს პარლამენტში”. ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ 6 საკმარისი ხმა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყოდა, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია, მაშინ უნდა დაწყებულიყო ირაკლი კობახიძის პოლიტიკური იმპიჩმენტის საკითხი. ეს საკითხი არ და ვერ დადგებოდა ,,ქართული ოცნების” პირობებში. ჩვენ ვნახეთ ფარსი, რომელიც გადაინაცვლებს პარლამენტში. არ მგონია, პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დასავლეთში ვიზიტების გამო უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, პოლიტიკურად ვეთანხმები თუ არა მას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები