ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე გათავისუფლდა

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვნების მიცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გათავისუფლდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სერგო შუბითიძე სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მან ბრალდება აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შუბითიძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა. ,,ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” შუბითიძის ადვოკატმა.

მეტი...

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა – მედია

„თაიმს ოფ ისრაელი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა. მოძრაობა „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ამასთანმ მედიის ცნობით, გაიხსნება ეგვიპტისა და ღაზის სექტორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი „რაფაჰი“. ღაზის სექტორის დატოვების საშუალება მიეცემათ, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. გავრცრლებული ინფორმაციიტ, შეთანხმება  აშშ-ს, ეგვიპტესა და ისრაელს შორის იქნა მიღწეული.

მეტი...

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

პოლონეთის ცენტრალური  საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, არჩევნებში მმართველმა პარტია „კანონი და სამართლი“ ლიდერობს 40,17%-ით. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ – 26,55%-ით. ხოლო მესამე ადგილზეა  „მესამე გზა“ 13,66%-ით, შემდეგ მოდის მემარცხენეები – 8,34%-ით, კონფედერაცია კი – 7,35%-ით.  

მეტი...

ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის – ამერიკული მედია

„ენ-ბი-სის“ ინფორმაციით, ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის. მათი ცნობით, რაფაჰის გამშვები პუნქტი, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნება და ის სულ მცირე ორი საათი იქნება ღია. მანამდე, ენტონი ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ეგვიპტე გახსნის რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. ენტონი ბლინკენის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ღაზის სექტორის დატოვების შესაძლებლობა ექნებათ.

მეტი...

,,ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია შეცდომა იქნებოდა”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნებოდა. მისი თქმით,  თუმცა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის განადგურება აუცილებელ მოთხოვნაა. ,,ისრაელი დევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბარბაროსობაში, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს, ისინი უნდა წავიდნენ ჰამასის წინააღმდეგ, ჰამასი იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. მათ თავიანთი შტაბ-ბინები იქ განათავსეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ჰამასი და ჰამასის ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენენ მთელს პალესტინელ ხალხს, მე ვფიქრობ, შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია, მაგრამ შესვლა და ექსტრემისტების განადგურება ეს აუცილებელი მოთხოვნაა”, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

რუსი ალპინისტი ნადეჟდა ოლენევა ჰიმალაის მთებში დაიღუპა

რუსი მთამსვლელი ჩემპიონი ნადეჟდა ოლენევა, რომელიც 14 ოქტომბერს ნეპალში რვაათასიან დაულაგირის ასვლისას გაუჩინარდა, მთებში გარდაცვლილი იპოვეს. ნადეჟდა ოლენევა 6680 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ნაპრალში ჩავარდა. ,,ცხედარი ნაპოვნია. ახლა ტრანსპორტირების საკითხს ვარკვევთ, რადგან იქ ვერტმფრენის დაშვება შეუძლებელია“,- განაცხადა რუსეთის მთამსვლელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაველ შაბალინმა.

მეტი...

,,დავუკავშირდი ნეთანიაჰუს, რათა მიმეწოდებინა ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ბაიდენი წერს, დროა, ყველა ქვეყანამ ცალსახად დაგმოს „ჰამასი“, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. „კვლავ დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატო აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა ისრაელისადმი და მიმეწოდებინა ახალი ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. დროა, ყველა ქვეყანამ ცალსახად დაგმოს „ჰამასი“, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს“, – წერს ბაიდენი „ტვიტერზე”.

მეტი...

,,თუ ჰეზბოლა ომის გზას აირჩევს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, თუ ჰეზბოლა ომში ჩაერთვება, მძიმე ფასს გადაიხდის. ,,ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები ჩრდილოეთში ომით, ჩვენ არ გვინდა ვითარების ესკალაცია, თუმცა თუ ჰეზბოლა აირჩევს ომის გზას, ის გადაიხდის ძალიან მძიმე ფასს, მაგრამ თუ ის თავს შეიკავებს, ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას და შევინარჩუნებთ სიტუაციას, როგორც ეს ახლა არის”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.  

მეტი...

ღაზის ჩრდილოეთი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით,  ევაკუაციის გაფრთხილების გამოცხადების შემდეგ, ღაზის სექტორის ჩრდილოეთი, დაახლოებით, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნული რიცხვი მთელი მოსახლეობის ნახევარია. ისრაელის თქმით,  ღაზის სექტორში “მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს” მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს. ცნობისთვის, ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდა. გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს მოუწოდამ რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ.  

მეტი...