პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. აქ ჩამოდიან როგორც ქვეყნის პრეზიდენტები, ისე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები.

სწორედ 17 ოქტომბერს იხსნება „სარტყლისა და გზის“ 10 წლისთავთან დაკავშირებული უზარმაზარი ფორუმი, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის. მისი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი უცხოეთში, სანქცირების შემდეგ.

საგარეო საქმეთა აღმასრულებელი ვიცე მინისტრის მა ჟაოსის ინფორმაციით,  საერთაშორისო თანამშრომლობის „სარტყელი და გზის“  ფორუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური ღონისძიება, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება ინიციატივის 10 წლის იუბილეს უკავშირდება.

ფორუმს თავად პრეზიდენტი სი ძინპინი დაესწრება და სტუტრებს სიტყვითაც მიმართავს.

მა ჟაოსის ინფორმაიით, წლევანდელი ფორუმის თემაა „მაღალი ხარისხის სარტყელი და გზის თანამშრომლობა: ერთად საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“.

ცერემონიის ოფიციალური გახსნის გარდა, ერთდროულად ჩატარდება სამი მაღალი დონის ფორუმი. ეს თემებია:  მწვანე განვითარებისა და ციფრული ეკონომიკა; ვაჭრობა; მეწარმეობა;  ადამიანებთან ურთიერთობა;  ანალიტიკური ბირჟები, სუფთა აბრეშუმის გზა და სხვა.

პარალელურად გაიმართება ჩინელი და უცხოური ბიზნესის წარმომდგენელთა მოლაპარაკებები და ხელს მოაწერენ თანამშრომლობის პროექტებს.

დღეს კი მოსამზადებელი თემატური შეხვედრები სწორედ იმ სივრცეში გაიმართა, სადაც მთელი მსოფლიოს მედია იყრის თავს. უზარმაზარ სივრცეში ათეულობით პავილიონია მოწყობილი, სადაც ყვლანაირი სამუშაო პირობებია შექმნილი. ეს არის საუკეთესო საშუალება კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცლის, ახალი კონტაქტებისა და თანამშრომლობის.

და ბოლოს, მინდა ავღნიშნო რომ დაახლოებით 12 ინტერვიუ მივეცი, ყველა ინტერვიუ შემდეგი სიტყვებით იწყებოდა “მე ვარ საქართველოდან”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი საინფორმაციო ველის ერთ-ერთი თემა საქართველოც იქნება.    

დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში

ეკა გულუა პეკინიდან    

მსგავსი თემები