71 წლის კაცმა სიძულვილის ნიადაგზე 6 წლის ბიჭი მოკლა

აშშ-ში 71 წლის მამაკაცმა სიძულვილის ნიადაგზე 6 წლის ბიჭი მოკლა. შემთხვევა ილინოისის შტატში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, 71 წლის ჯოზეფ ცუბა თავს დაესხა 32 წლის ქალს და მის ექვსი წლის შვილს.

თავდასხმის მოტივად  „ჰამასის“ და ისრაელის კონფლიქტი სახელდება. ქალი წარმოშობით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდანაა, მისი შვილი კი აშშ-ში დაიბადა.

პოლიციამ მიიღო შეტყობინება ქალისგან, რომელსაც  მამაკაცი დაესხა თავს. ქალი აღნიშნული მამაკახისგან  საცხოვრებელ ფართს ქირაობდა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი  და ბავშვი ცივი იარაღით დაჭრილები დახვდათ.  ბიჭი, 26 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

 

 

მსგავსი თემები