ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14 წლის გოგო ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მსგავსი თემები