,,ღაზის კონფლიქტის ესკალაციის, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნისა და ირანის ჩართულობის რისკი არსებობს”- ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, არსებობს ღაზის კონფლიქტის ესკალაციის რისკი, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნის და ირანის ჩართულობის რისკი.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ მარიონეტული ძალებით. ლიბანური „ჰეზბოლა“, ირანის მარიონეტული ძალა იქ არის – თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობებით და ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმის ისტორიით. სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ შეტაკებები ჩრდილოეთ საზღვარზე, რაც მხოლოდ ზრდის ესკალაციის რისკს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ირანი რაიმე გზით პირდაპირ ჩაერთოს დაპირისპირებაში, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა შესაძლო სიტუაციისთვის“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

მსგავსი თემები