რუსეთმა ომში დაახლოებით 279 890 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 279 890 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით,  რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 279 890; ტანკი – 4 745;  ჯავშანტექნიკა – 9 026; საარტილერიო სისტემა – 6 612; სარაკეტო სისტემა – 802; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 121; საკრუიზო რაკეტები – 1 530; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 962;  გემი/ნავი/კატარღა – 20; წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 946.

მეტი...

USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული ბრალდებები მცდარია – ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებით, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული ბრალდებები მცდარია. „თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. აქვე, გავიმეორებ, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“,- განაცხადა პატელმა.

მეტი...

ევროკომისია უნგრეთისთვის დაახლოებით 13 მილიარდი ევროს განბლოკვას განიხილავს, უკრაინის დახმარებაზე უნგრეთის ვეტოს ასაცილებლად

ევროკომისია უნგრეთისთვის დაახლოებით 13 მილიარდი ევროს განბლოკვას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს ვეტო უკრაინის დახმარებაზე – ამის შესახებ ინფორმაციას ”პოლიტიკო” ავრცელებს. კომისიას სჭირდება ბლოკის 27 ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის განახლებისთვის, რომელიც მოიცავს 50 მილიარდ ევროს უკრაინის დაფინანსებას. უკრაინისათვის ევროკავშირის ამჟამინდელი დახმარება დეკემბერში იწურება და შეთანხმება უფრო აქტუალურია იმის ფონზე, რომ აშშ-მა დროებით შეაჩერა უკრაინის დაფინანსება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, ვიდრე უკრაინაში ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება.

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი თანამდებობიდან გადააყენა

ისტორიაში პირვერლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა. კევინ მაკარტის გადაყენებას მხარი დაუჭირა 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის იყო 8 რესპუბლიკელი, წინააღმდეგი კი იყო 210. რესპუბლიკურ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 221 მანდატი აქვს, დემოკრატიულ პარტიას – 212. მაკარტის გადაყენების ინიციატივით რესპუბლიკელი კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა. ის უკმაყოფილო იყო  მისი თანაპარტიელის კომპრომისზე წასვლით დემოკრატებთან, რომ  უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. მან ასევე მაკარტი დაადანაშაულა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად, საიდუმლო გარიგებაში. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ შეცვლის კევინ მაკარტს.

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად”- პატელი

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განცხადა. მისი თქმით, გააგრძელებენ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ,,რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ დავეხმაროთ მთავრობას ამაში”,- განაცხადა…

მეტი...

ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა – სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა იტალიაში, ვენეციის გარეუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტობუსი ესტაკადიდან, 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, სარკინიგზო ლიანდაგს დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. ვენეციის ოფიციალური პირის თქმით, ავტობუსს უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა. ,,ავტობუსში მყოფი ხალხი ცეცხლის ალში აღმოჩნდა”, – განაცხადა ვენეციის მეხანძრეთა ჯგუფის მეთაურმა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევას 15 ადამიანი გადაურჩა.

მეტი...

მიწისძვრას ნეაპოლში ნგრევა მოჰყვა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ეპიცენტრი კამპი ფლეგრეის რაიონი იყო. ვეზუვის ობსერვატორიის ინფორმაციითთ, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 22:08 საათზე დაფიქსირდა. და მთელ ქალაქში იგრძნობოდა. მიწისძვრის  შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...