აშშ ირანიდან ამოღებულ იარაღს უკრაინას გადასცემს

აშშ ირანიდან ამოღებულ იარაღს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„აშშ გადასცემს უკრაინას ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რაც უკრაინელ სამხედროებს დაეხმარება იარაღის დეფიციტის დაძლევაში”, – წერს CNN.

ჯერჯერობით უცნობია, რა იურიდიულ უფლებამოსილებებს გამოიყენებს აშშ იარაღის გადასაცემად, რადგან გაეროს წესდება ჩამორთმეული იარაღის განადგურებას, ან შენახვას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები