გურიაში, ადიდებული მდინარე ბჟუჟის გამო, კიდევ ერთი ხიდის მონაკვეთი ჩავარდა

გურიაში, ექადია-ოზურგეთის დამაკავშირებელი ხიდის მონაკვეთი ჩავარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სტიქიის გამო ადიდებული მდინარე ბჟუჟი კალაპოტიდან გადმოვიდა და ხიდის განაპირა მხარე დააზიანა.

ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა აკრძალულია.

ფოტო: Guria.tv

მსგავსი თემები