,,თუ უკრაინა მოახერხებს კანონში ცვლილებების შეტანას, მაშინ არჩევნები ჩატარდება” – ზელენსკი

,,სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინაში არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუ პარლამენტი შეძლებს გადაჭრას ყველა გამოწვევა, რათა უზრუნველყოს კენჭისყრაზე უსაფრთხო წვდომა”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელესკიმ განაცხადა.

,,მნიშვნელოვანია არჩევნების უსაფრთხოდ ორგანიზება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხმა უნდა მისცენ და ეს თავდასხმის გარეშე უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს ეს გამოწვევა, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყანა მოახერხებს კანონში ცვლილებების შეტანას, მაშინ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები