უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის – შარლ მიშელი

უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტიმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სცენარის განვითარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას“. მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„უკრაინამ და სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა, რომელთაც გაწევრიანება სურთ, უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები“, – განანცხადა მიშელმა.

 

მსგავსი თემები