,,არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი”- დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

პრეზიდენტის წარმომადგენელი დაინტერესდა, მიეცემოდა თუ არა მასაც ირაკლი კობახიძის მსგავსად 3 საათი საუბრის. ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძეს რეპლიკით მიმართა: ”მთელი თქვენი საუბარი სატელევიზიო ლექციაა”.

,,ჩვენც მოგვეცემა საშუალება, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიდემაგოგოთ, მაგრამ ეს საქმესთან დაკავშირებული, არადაკავშირებული ლექცია, სატელევიზიო მესიჯები”. -მიმართა ჩუგოშვილმა სასამართლოს.

რაზეც კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს მიმართა:

,,პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება ეგეთი რამე. არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ, სირცხვილია. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი”, – მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.

მსგავსი თემები