,,პრეზიდენტმა მხარდაჭერის მიზნით განახორციელა ვიზიტები და არა იმისთვის, რომ რაიმე ახალი პოლიტიკური შედეგი დაედო”- კოპალეიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ 52-ე მუხლით ხდებოდა მოთხოვნა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო სავალდებულო წესით ასე შესასრულებელი და ასე მიაჩნდა ეს პრეზიდენტს, მე ამას დავარქმევდი წარმოების გაუმართაობას, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ყველა შემთხვევაში გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილება, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში, რომელიც არ გულისხმობს იმავდროულად მთავრობის თანხმობას.

„49-ე მუხლის მესამე პუნქტი ყველა შემთხვევაში გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილება, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში, რომელიც არ გულისხმობს იმავდროულად მთავრობის თანხმობას. კონსტიტუციის მიზნებისთვის და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს მთავრობის თანხმობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებას საგარეო ურთიერთობებში ,რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი ამ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც მოყვანილია ამ წარდგინებაში, თავისივე განცხადებით, რომელიც ვებგვერდზე გამოქვეყნდა 30 აგვისტოს, აღნიშნავს, რომ ის იწყებს ვიზიტებს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა ახალი ახალი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით ან ახალი პოლიტიკის შესაქმნელად, შესაცვლელად, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გაცხადებული პოლიტიკის. პრეზიდენტმა მხარდაჭერის მიზნით განახორციელა ის ვიზიტები და არა იმისთვის, რომ რაიმე ახალი პოლიტიკური შედეგი დაედო. პოლიტიკური შედეგი განსაზღვრა მთავრობამ, როდესაც მან 3 მარტს განაცხადი წარადგინა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

მსგავსი თემები