რუსეთის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად მიუსაჯა 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.  მას რუსული არმიის შესახებ “დეზინფორმაციის გავრცელების” გამო წაუყენეს ბრალი.

ოვსიანიკოვა 2022 წლის ივლისში კრემლის ფონზე პიკეტირების მიზნით არმიის შესახებ “ფეიქების” გავრცელებაში დაადანაშაულეს. შემდეგ მან პლაკატი გაშალა წარწერით “პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან” და უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები გამოფინა.

ოვსიანიკოვას წინააღმდეგ საქმე 2022 წლის აგვისტოში აღიძრა და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. 2022 წლის ოქტომბერში ოვსიანიკოვა ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა. ამის შემდეგ შსს-მ მასზე ძებნა გამოაცხადა.

მსგავსი თემები