,,როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც”- ირაკლი ზარქუა

როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც, ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის მშვიდობის შენარჩუნება და ეკონომიკის განვითარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს კომპეტენტურად და მათ მიერ გაკეთებული ანალიზი დამტკიცდა.

„რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიასა და დედების დახმარებაზე არ იყო საუბარი, მსჯელობა იყო, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, როგორც ჩართონ ამ პროცესში ახალგაზრდები და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ – აქ შტერი არავინ არის, მინდა, ეს იცოდეს ყველამ. როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც. ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკა განვავითაროთ“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები