,,პრეზიდენტი თუ იცლის, არაკონსტიტუციური ვიზიტები განახორციელოს საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა სასამართლოში მოსასვლელად”- ირაკლი კობახიძე

,,თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსასვლელად,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მას კითხვა დაუსვეს სურდა თუ არა პრეზიდენტის ნახვა პროცესზე.

„მე არაფერი არ მსურდა. რად მინდა მისი ნახვა. აქ საუბარია იმაზე, რომ მისი ჩამოსვლა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსასვლელად. ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ და დამოკიდებულება, რასაც, ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი ავლენს საქართველოს კონსტიტუციის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები