ვლადიმერ პუტინი დღეს ასლან ბჟანიას შეხვდება

რუსულის მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდება.

მედიის ცნობთ, „მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.

გუშინ ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც რუსული მედიის ინფორმაციი,  განსახილველ საკითხთა შორის იყო სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი.

 

მსგავსი თემები