ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის სადესანტო ჯგუფის შეღწევის მცდელობა აღიკვეთა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მხრიდან  მათ ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე “ტერაქტების განხორციელების მცდელობები” აღკვეთეს. მათივე ცნობით,  ბელგოროდის, ბრაიანკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში გაანადგურა 31 უკრაინული დრონი.

უწყების განცხადებით, საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღკვეთეს ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო ჯგუფის მიერ შეღწევის მცდელობა.

მათივე თქმით,  სწრაფმავალი სამხედრო კატერით და სამი ჰიდროციკლით დაჯგუფება მიემართებოდა ტარხანკუტის კონცხის მიმართულებით.

მსგავსი თემები