უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დავიწყეთ, ეს მარაგი ახლა იწურება – ბაუერი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეთაურის,  რობ ბაუერის განცხადებით, ალიანსის წევრ ქვეყნებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი ეწურებათ. აღნიშნულის შესახებ ბაუერმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.

„ჩვენ უკრაინას გადავცემთ შეიარაღების სისტემებს და საბრძოლო მასალას. ეს შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ ამ იარაღს სავსე საწყობებიდან არ ვაძლევთ. ჩვენ ამ შეიარაღების გადაცემა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დავიწყეთ და ეს მარაგი ახლა იწურება“, – განაცხადა ბაუერმა.

 

მსგავსი თემები