,,პრეზიდენტი შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში რა რეფორმა შესრულდა,  არ შესრულდა”- თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი  პრეზიდენტი სხვა სახელმწიფო მეთაურებთან შეხვედრაზე არ შედის გარჩევაში, რა რეფორმა შესრულდა და რა არ შესრულდა.

,,ეს 12 პუნქტი თავისი არსით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ შესასრულებლადაა დადგენილი, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მეთაურებს შორის, მერწმუნეთ, ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება. ეს პრაქტიკა არც არის. პრეზიდენტი ამ შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში რა რეფორმა შესრულდა,  არ შესრულდა, ფორმალურად შესრულდა, თუ როგორ… საქართველო, სწორედ, გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს, მას ეკუთვნის და გარდაუვალად აუცილებელია, რომ მიიღოს ეს სტატუსი – სწორედ ესაა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია! –  ესაა, რასაც ის აფიქსირებს. მას რომც დაუსვან კითხვა: – როგორ მიდის რომელიმე რეფორმა? არცერთ შემთხვევაში…. ჩვენ რომ გვქონდეს სასაუბროები, იქ რომ ყოფილიყო  ელჩი, რომელიც დაესწრებოდა და მოგვაწვდიდა ჩანაწერის ოქმს, ამის მტკიცებულებაც გვექნებოდა, მაგრამ ვინაიდან ელჩი არ ესწრებოდა შეხვედრას, მთავრობისა და არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით, შესაბამისად, ჩვენ ასეთი ოქმი ხელში არ გვიჭირავს,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები