უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმები ანექსირებულ ყირიმში შევიდნენ – უკრაინის დაზვერვის სამმართველო

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმები ანექსირებულ ყირიმში შევიდნენ.

,,იყო ბრძოლა დამპყრობლებთან, არის ბევრი დაღუპული და დაჭრილი ოკუპანტთა შორის. სამწუხაროდ, დანაკარგებია უკრაინელ მცველებს შორის”, – აცხადებს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი.

მთავარი დაზვერვის დირექტორატის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიცურავენ უკრაინელი დაზვერვის ოფიცრები სკუტერებითა და ნავებით ნაპირისკენ, შემდეგ ეშვებიან ხმელეთზე და უფრო ღრმად შედიან ყირიმის ტერიტორიაზე.

ვიდეოში ჩანს სამი სამხედრო, რომლებსაც უკრაინის დროშა უჭირავს, მთავარი დაზვერვის სამმართველოს ემბლემით.

მსგავსი თემები