ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

მთიან ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 290-მდე დაშავდა.  დაკარგულად მიიჩნევა რამდენიმე ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი იმყოფებოდა.

შვიდი ადამიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, 13 კი ადგილზევე დაიღუპა.

რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები