კალიფორნიაში სკოლები აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი საპირფარეშოთი, რომლითაც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მოსწავლე შეძლებს სარგებლობას – ახალი კანონი

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის მეირ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად 2026 წლის პირველ ივლისამდე ყველა საჯარო და კერძო სკოლა დაწესებულება პირველიდან 12 კლასის ჩათვლით, აღჭურვილი უნდა იყოს სულ მცირე ერთი ისეთი საპირფარეშოთი, რომლითაც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მოსწავლე შეძლებს  სარგებლობას.

არსებული კანონი მოითხოვს, რომ საკმარისი რაოდენობის საპირფარეშოები ღია იყოს სკოლის საათებში, როდესაც მოსწავლეები კლასებში იმყოფებიან. არსებული კანონი უფლებას აძლევს სკოლას დროებით დახუროს საპირფარეშო, თუ ეს აუცილებელია მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის ან საჭიროებისამებრ, დაწესებულების შესაკეთებლად.

გუბერნატორის პრესსამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, აღნიშნული კანონი გააძლიერებს მოწყვლადი ახალგაზრდების მხარდაჭერის შესაძლებლობას, მათ შორის, კალიფორნიაში მცხოვრები ლგბტქ+ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას.

„ეს ზომები დაგვეხმარება, დავიცვათ მოწყვლადი ახალგაზრდები, წავახალისოთ მიმღებლობა და შევქმნათ უფრო მხარდამჭერი გარემო ჩვენს სკოლებსა და საზოგადოებაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.

მსგავსი თემები