კოლუმბიაში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი წაგების გამო მოკლეს

კოლუმბიაში საფეხბურთო კლუბ “ტიგრესის” პრეზიდენტი მატჩის წაგების გამო მოკლეს. 63 წლის ედგარ პაესი თამაშის შემდეგ სახლში ქალიშვილთან ერთად მანქანით ბრუნდებოდა, რა დროსაც ცეცხლი მოტოციკლზე მყოფმა ორმა მამაკაცმა გაუხსნა.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, როდესაც “ტიგრესმა” “ატლეტიკოსთან” 3-2 წააგო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები