,,ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა” – ჟოზეფ ბორელი

,,ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა”. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

,,უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის უკან ბევრი ქვეყანა დგას და ჩვენ რომ სამხედრო გზით არ დავეხმაროთ უკრაინას, ეს ქვეყანა თავის დაცვას ვერ შეძლებს”, – აღნიშნა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება უკრაინის მიმართ ,,უფრო დიდია, ვიდრე შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით”.

მსგავსი თემები