,,საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე”- ესტონეთის პრეზიდენტი

,,საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით, საქმით” – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს.

ალან კარისის განცხადებით, მომავალი კვირები მნიშვნელოვანია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებისთვის.

,,ესტონეთს სურს საქართველოს წარმატება ევროკავშირის რეფორმების გზაზე და მზად ვართ, ჩვენი გამოცდილებით მხარი დავუჭიროთ. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე და ევროკომისიის კრიტეტიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით – საქმით”, – წერს კარისი.

მსგავსი თემები