ნიუ-იორკში მოკლული 43 წლის საქართველოს მოქალაქე მამუკა ყულოშვილია

ნიუ-იორკში მოკლული 43 წლის საქართველოს მოქალაქე, მამუკა ყულოშვილია.  საქართველოს მოქალაქეს ცივი იარაღით ჭრილობები  ასევე საქართველოს მოქალაქემ მიაყენა.

მედიის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

43 წლის კაცი, რომელსაც 15-მდე  ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში დაიღუპა.  თვითმხილველების ცნობით, თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, კაცის დაჭრის შემდეგ კი, ბრალდებული ადგილიდან გაიქცა.

„შენ მხოლოდ ასეთი ლამაზი ღიმილები დაგვიტოვე მამუ, დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს ტელეფონში შენი ღიმილების და პოზიტივის კოლაჟი…რა მტკივნეულია შენი წარსულში მოხსენიება,“ – წერს გარდაცვლილის ნათესავი, მაია ყულოშვილი და გარდაცვლილის ფოტოებს ავრცელებს.

 

მსგავსი თემები