,,პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და შანტაჟი” – პაპუაშვილი

პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და შანტაჟი – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

,,არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს გამოდის. ეს საკითხი პრეზიდენტმა არია, გავიდა კონსტიტუციიდან, არ ემორჩილება კანონს. ამ არეული საკითხის დალაგება იმით შეუძლია, რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას. ეს არის ერთადერთი შედეგი, თორემ ამას დომინოს ეფექტი აქვს – იქ, სადაც პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს, შემდეგ სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ამ ინტერპრეტაციების გაკეთების უფლებას საკუთარ თავს მისცემენ. პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და შანტაჟი, რომ ამ ინსტიტუციას არაეფექტურს გახდის, თუ არ დაემორჩილება. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს, რადგან ძალიან არასწორ განცხადებებს აკეთებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები