,,მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის”- პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლატვიელ კოლეგასთან ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – წერს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები