,,პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას” – ჰერჩინსკი

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას”. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

,,საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, მე შემიძლია მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვების გამეორება, რომ ეს იმპიჩმენტის პროცედურა სამწუხაროდ, არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვესწრებოდი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში და თავად შევესწარი მის გულწრფელ თხოვნას ევროპარლამენტის წევრების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

ეს არ არის საკითხი, რომელზეც მე შემიძლია კომენტარის გაკეთება, მომავალში გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა მე შემიძლია ჯოზეფ ბორელის სიტყვების გამეორება, რომელმაც თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის წინააღმდეგ არ დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები