საქართველომ ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტი აკრძალა

დღეიდან,  ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი იკრძალება.

აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს. ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს.

​შესაბამისი განკარგულება 26 სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში.

მსგავსი თემები