გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს!

29 სექტემბერს დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. სიონის გადასახვევი) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 29 სექტემბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები