,,ჰორიზონტზე მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივა არ ჩანს” – ერდოღანი

,,ჰორიზონტზე მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივა არ ჩანს”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

,,უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ თურქეთის პოზიცია ნათელია. პირველივე დღიდან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით მშვიდობას, დიალოგსა და დიპლომატიას. ბევრს ვმუშაობდით, რათა შემდგომი სისხლისღვრა აღგვეკვეთა. პრობლემაზე კონცენტრაციისა და ცეცხლში საწვავის დამატების ნაცვლად, ჩვენ ვეცადეთ, რომ ორივე მხარე საერთო პოზიციებზე შეთანხმებულიყო.

სამწუხაროდ, ომი, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ახლაც გრძელდება. ჰორიზონტზე მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივაც არ ჩანს. როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევასრულოთ, ვინაიდან, დღეისთვის არც ომის გამარჯვებულია, არც მშვიდობით წაგებული”, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები