6 სექტემბერს ბლინკენი უკრაინაში ჩავა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს უკრაინას ეწვევა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, ბლინკენი უკრაინაში პირველად ჩადის. ბოლოს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ერთი წლის წინ იყო. თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ შეაფასა უკრაინული ჯარების პროგრესი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში ბლინკენი უკრაინას თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია. ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ.

მსგავსი თემები