ახალი რეგულაციები რუსებისთვის

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ,,ევროოპტიმისტები” მმართველ უმრავლესობას მიმართავენ. პოლიტიკური ჯგუფი მოითხოვს, საკანონმდებლო ორგანომ მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტები განიხილოს. საუბარია ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრირებული მოსახლეობისთვის შეზღუდვების დაწესებაზე.

ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საპარლამენტო ჯგუფი რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესის შეცვლას, საქართველოში ყოფნის ვადის შეზღუდვას და უძრავი ქონების შეძენაზე ახალი რეგულაციების დაწესებას აყენებს დღის წესრიგში.

ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივის განსახილველად კი მმართველი გუნდი დროს ითხოვს.

მსგავსი თემები