პუტინმა კადიროვის ქალიშვილი სამშობლოსათვის დამსახურების ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრს აიშატ კადიროვას და რამზან კადიროვის ქალიშვილს სამშობლოსათვის დამსახურებისთვის II ხარისხის ორდენი გადასცა. განკარგულება სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

როგორც ბრძანებულებიდან ირკვევა, ორდენი გაიცა „ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარების საქმეში“ დამსახურებისა და „მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის“.

აიშატ კადიროვა რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილია, ის 24 წლისაა. ის ჩეჩნეთის კულტურის მინისტრი იყო 2021 წლის ოქტომბრიდან, ადრე კი, 2020 წლიდან, რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. 2022 წლის 23 ივნისს დაჯილდოვდა ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ორდენით.

მსგავსი თემები