ესპანეთში საქართველოს 22 მოქალაქე დააკავეს

ივლისიდან დღემდე ესპანეთში საქართველოს 22 მოქალაქე დააკავეს. ისინი ესპანეთის ქალაქებში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ, ნაძარცვს კი სავარაუდოდ საქართველოში გზავნიდნენ.

ქართველების ორგანიზებული დაჯგუფება  მადირდში, სევილიასა და ლუგოს პროვინაციაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად გამოავლინეს.

გასული ივლისიდან ეროვნულმა პოლიციამ შვიდი ოპერაცია ჩაატარა სახლების ძარცვაში სპეციალიზებული ქართული უჯრედების წინააღმდეგ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდია.

მსგავსი თემები