,,დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს – პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას.

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს – პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მსხილაძემ.

მსგავსი თემები