დეპუტატებმა შოვში დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი

მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. 

„ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მოხდა უდიდესი სტიქია, რომელმაც ჩვნი თანამოქალაქეების სიცოცხლე წაიღო, მათ შორის ბავშვების და ქალების. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, აქ სიტყვები ალბათ ზედმეტია,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები