ზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა – მამუკა მდინარაძე

ზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„3 საათსა და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ 5 წუთში რა ხდებოდა, ის იკითხონ. ისეთ რაღაცებზეა საუბარი, ეკრანის წინ საუბარი მე პირადად და თითოეულ თქვენგანს მიჭირს და გიჭირთ. ბოდიში ახლა რასაც ვიტყვი – ფრაგმენტებად ამოჰყავდათ მაშველებს ადამიანები და ესენი (ოპოზიცია) ლაპარაკობენ 3 საათი, 8 საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ 5 წუთში რა ხდებოდა ჯერ ის მოიკითხეთ, ხალხო! ტრაგედიით მოსარგებლეები ასე როგორ გახდით?! საიდან გამოჩეკეთ ეს აზრები, რომ ამაზეც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ და მორალი იკითხოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები