,,პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”- სალომე სამადაშვილი

„ლელო“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, სწორედ ამის გამო უცხადებს იმპიჩენტს ხელისუფლება პრეზიდენტს.

,,პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს არ დავკარგოთ ჩვენი ისტორიული შანსი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამიტომ ხართ რუსული ხელისუფლება. ხალხის უმრავლესობა რომ იყოთ თქვენ აქ და არა ივანიშვილის მიერ დანიშნული პარლამენტის წევრებად, ამ საშემოდგომო სესიას გახსნიდით იმ პრემიერმინისტრის გადაყენების მოთხოვნით, რომელმაც შეუსრულებელი დატოვა ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა წაგვიყენა კანდიდატის სტატუსის მისაღებად”. – განაცხადა სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები