ვინ ჩაანაცვლებს რეზნიკოვს?

მნიშვნელოვანი ცვლილებებია უკრაინის მთავრობაში, თავადაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობას ტოვებს.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის წევრის პოსტი უწყებაში კორუფციულ გარიგებებს შეეწირა, თუმცა თავად მინისტრი არასოდეს ყოფილი ბრალდებების ადრესატი.

კაბინეტის გავლენიანი ფიგურის გადაყენების გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის, რითაც უკრაინის ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ საომარი მოქმედებების მიუხედავად უკრაინა ევროპული ტიპის ქვეყნის შენებას გეგმავს.

უკვე ცნობილია რომ რეზნიკოვს პოსტზე რუსტემ უმეროვი ჩანააცვლებს.

მსგავსი თემები