ჩინეთის პროვინცია ფუნჯიანს ტაიფუნმა გადაურა

ჩინეთის პროვინცია ფუნჯიანს ტაიფუნმა გადაურა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ტაიფუნი წელიწადში ორ-სამჯერ ხდება.

თვითმფრინავებს აეროპორტში დაჯდომა გაუჭირდათ. იმ თვითმფრინავში, რომელშიც ”მედიაცენტრ მთავარის” წარმომადგენელი იმყოფებოდა, რამდენიმე წრის გაკეთება მოუწია, რომ აეროპორტს მიეღო. რეისების გარკვეული რაოდენობა კი გადაიდო. ფუნჯიანის პროვინცია მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და 124 000 კვ. მეტრს მოიცავს, მოსახლეობა კი 41,88 მილიონია.

ტაიფუნის შედეგად მოსახლეობა ძლიერად არ დაზარალებულა, რადგანაც ეპიცენტრი ტაილანდში იყო, საიდანაც ფუნჯიანის პროვინციაში გადმოინაცვლა. თუმცა, მაცხოვრებლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები და ზომებიც წინასწარ იყო მიღებული.

მსგავსი თემები