„რუსეთი არის არაჩვეულებრივი მომავლის ქვეყანა” – თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი, „გაზპრომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი ნიჟნი-ნოვგოროდში ვიზიტით აღფრთოვანებულია და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ეს ადგილი არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე გვინახავს. აქ ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა თაობისა და არქიტექტურის შედევრები, აქ ხალხი სავსეა სიცოცხლისა და ურთიერთობის სურვილით. სწორედ ასეთ ადგილებში ხვდები, რომ რუსეთი არის უნიკალური წარსულისა და არაჩვეულებრივი მომავლის ქვეყანა. აუცილებლად ჩამოდით ნიჟნი-ნოვგოროდში, აქ არის რუსეთის მომავალი“, – წერს თინა კანდელაკი.

მსგავსი თემები