ხერსონის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკში – 7

რუსული დაბომბვის შედეგად ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკის ოლქში კი 7.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის ოლქის 96 შეტევა განახორციელა. გაისროლა 432 ჭურვი ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

მისივე თქმით, ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები, ქარხნები და კვების ობიექტები იყო.

მსგავსი თემები