პაკისტანში აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში რელიგიურ შეკრებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 55 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, სამიზნე წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა იყო, რომელიც პროვინციის დედაქალაქ კვეტადან დაახლოებით 60 კილომეტრში იმართებოდა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ხელისუფლებამ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი თემები